Belive

ოფიციალურად: ჯენარო გატუზო მილანის მწვრთნელი აღარაა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჯენარო გატუზომ "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. სერია ა-ს გასულ სეზონში "მილანმა" მე-5 ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ვერ მოახერხა, რაც მისი გადადგომის საბაბი გახდა. "ეს ძალიან მტკივნეული, თუმცა საჭირო გადაწყვეტილებაა. გუნდში დაუვიწყარი პერიოდი გავატარე და ეს არასოდეს დამავიწყდება," აღნიშნა მან. "მილანის" ყოფილმა ნახევარმცველმა 2017 წელს ვინჩენცო მონტელა ჩაანაცვლა. "რინოს" ხელმძღვანელობით ჩატარებულ 82 მატჩში, "მილანმა" 40 მატჩი მოიგო, 20 წააგო, 22 კი ფრედ დაამთავრა.  

სხვა სტატიები