Belive

ოფიციალურად: ჯონ ობი მიკელი თურქულ კლუბს შეუერთდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გავრცელებული ინფორმაციით, ჯონ ობი მიკელის კარიერა "ტრაბზონსპორში" გაგრძელდება. "ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელის ტრანსფერი უკვე დაადასტურა თურქულმა კლუბმა. წყაროს მტკიცებით, ჯონ ობი მიკელი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა "ტრაბზონსპორს" და 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე შესაძლოა გახანგრძლივდეს.
Untitled1
შეგახსენებთ, ჯონ ობი მიკელი "ჩელსის" ღირსებას 2006-17 წლებში იცავდა. პრემიერ ლიგის გრანდთან ერთად, ნიგერიელი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა, ასევე ორჯერ დაეუფლა პრემიერ ლიგის ჩემპიონის ტიტულს.

სხვა სტატიები