Belive

ოფიციალურად: კალეხონი ფიორენტინას ფეხბურთელია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" ყოფილი ვარსკვლავი, ხოსე კალეხონი "ფიორენტინას" შეუერთდა. ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერი ფლორენციელებმა ოფიციალურად დაადასტურეს. ხოსე კალეხონი "ფიორენტინას" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და იგი "იუვენტუსში" გადასული ფედერიკო კიეზას შემცვლელად განიხილება. "აქ ყოფნით უზომოდ ბედნიერი ვარ. "ფიორენტინა" და ფლორენცია მომწონს. ჩემი ოჯახისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რომ "ნაპოლის" შემდეგ კვლავ იტალიაში დავრჩენილიყავი. მე არ ვარ კიეზა, მე კალეხონი ვარ", - აღნიშნა ხოსე კალეხონმა.

კალეხონის მსურველთა შორის, "ვილიარეალი", "გრანადა" და "ვალენსიაც" იყვნენ, თუმცა ლა ლიგაში გადაბარგების ნაცვლად, ესპანელმა ფეხბურთელმა იტალიაში დარჩენა გადაწყვიტა.

სხვა სტატიები