Belive

ოფიციალურად: კამავინგა რეალის ფეხბურთელია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ედუარდო კამავინგა კარიერას "რეალ მადრიდში" გააგრძელებს - ინფორმაცია ესპანურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. 18 წლის ფრანგი ნახევარმცველი "რეალმა" "რენიდან" შეიძინა. კამავინგამ მადრიდელებთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. როგორც ცნობილია, "სამეფო კლუბმა" ედუარდოს სანაცვლოდ 31 მილიონი ევრო გადაიხადა. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ კამავინგა "რენის" აღზრდილია. ფრანგული გუნდის მაისურით ახალგაზრდა ცენტრალურმა ნახევარმცველმა 88 თამაში ჩაატარა. ედუარდომ ლიგა 1-ში 2 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ 18 წლის კამავინგას საფრანგეთის ეროვნულ გუნდში 3 თამაში აქვს ჩატარებული. "მამლების" რიგებში მან გოლის გატანაც მოახერხა.

სხვა სტატიები