Belive

ოფიციალურად: კამპ ნოუ სახელს შეიცვლის

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შვედური სტრიმინგ კომპანია Spotify "ბარსელონას" მთავარი სპონსორი გახდა - ინფორმაციას კატალონიური კლუბის ოფიციალური გვერდი ადასტურებს. მრავალწლიანი კონტრაქტის მიხედვით, "ბარსელონას" გუნდების მაისურებზე  Spotify-ს წარწერა გაჩნდება და რაც მთავარია, ისტორიაში პირველად - "კამპ ნოუს" სახელწოდება შეიცვლება. 2022 წლის ივლისიდან ის "Spotify კამპ ნოუ" გახდება.
"საამაყოა თანამშრომლობა ისეთ კომპანიასთან, როგორიცაა - Spotify. პარტნიორობის ფარგლებში, შესაძლებლობა ექნება გუნდს, როგორც ბრენდს, დაახლოვდეს გულშემატკივართან," - ამბობს "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ.
შეთანხმება, რომელსაც ხელი "ბარსელონას" დირექტორთა საბჭომ მოაწერა, საბოლოოდ დასამტკიცებლად კლუბის დელეგატ წევრთა ასამბლეას წარედგინა, ხმის მიცემა 3 აპრილს დაიწყება.

სხვა სტატიები