Belive

ოფიციალურად: კარიუსმა ბეშიქთაშთან კონტრაქტი გაწყვიტა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლორის კარიუსმა "ბეშიქთაშთან" კონტრაქტი გაწყვიტა. აღნიშნული ინფორმაცია გერმანელმა მეკარემ საკუთარ სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც მოგეხსენებათ, კარიუსს თურქული კლუბის ხელმძღვანელებთან ჰქონდა პრობლემები - ლორისი ანაზღაურებას ვერ იღებდა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში სწორედ ამის შესახებ ისაუბრა მან და "ბეშიქთაშის" მესვეურები უმოქმედობაში დაადანაშაულა.
"უნდა იცოდეთ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ყველაფერი გავაკეთე. თვეების განმავლობაში მოთმინებას ვიჩენდი და ხელმძღვანელებს მუდმივად ვესაუბრებოდი. სამწუხაროდ, არაფერი შეიცვალა და ჩემი შეთავაზება შემცირებული ხელფასის შესახებ უარყოფილი გამოდგა," - წერს კარიუსი.
26 წლის გერმანელი მეკარე "ლივერპულს" დაუბრუნდა. მერსესაიდელებმა თურქული კლუბისგან ლორისის იჯარის სანაცვლოდ 2.5 მილიონი ევრო მიიღო.    

სხვა სტატიები