Belive

ოფიციალურად - კარლო ანჩელოტი რეალში დაბრუნდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კარლო ანჩელოტი კვლავ "რეალ მადრიდს" გაწვრთნის - აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ადასტურებს. გამოცდილი სპეციალისტი ესპანეთში 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. როგორც ცნობილია, ანჩელოტიმ "რეალთან" 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. შეგახსენებთ, რომ მადრიდელებმა 2013/14 წლების სეზონში სწორედ ანჩელოტის ხელმძღვანელობით მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის მოგება. "რეალის" დატოვების შემდეგ, კარლომ "ბაიერნში", "ნაპოლისა" და "ევერტონში" იმუშავა. მერსესაიდულმა კლუბმა ანჩელოტისთან ერთად პრემიერ ლიგის გასული სეზონი მე-10 ადგილზე დაასრულა.

სხვა სტატიები