Belive

ოფიციალურად: კასილასი რეალში დაბრუნდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იკერ კასილასი "მადრიდის რეალში" დაბრუნდა - ოფიციალური ინფორმაციით, ლეგენდარული მეკარე "მადრიდის რეალის ფონდში" გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.
"კასილასი რეალის ლეგენდაა, რომელიც გუნდის ღირებულებების მატარებელია ის ჩვენს ისტორიაში საუკეთესო მეკარეა", - აღნიშნულია განცხადებაში.
მადრიდის რეალის ფონდი გუნდის სოციალური და კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით მუშაობს, რომელიც ახალგაზრდების თანადგომას და სპორტის მიმართულებით, მათ განვითარებაზეა ორიენტირებული.
იკერ კასილასმა "რეალში" 25 წელიწადი გაატარა და ამ პერიოდში 19 ტიტული მოიგო - ჩემპიონთა ლიგა (3), მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (3), ლა ლიგა (5), კოპა დელ რეი (2) და ესპანეთის სუპერთასი (4). მადრიდში გატარებული კარიერის მიწურულს, მიღებული ტრავმის გამო, კასილასმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა - იმდროინდელმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ძირითად შემადგენლობაში ადგილი დიეგო ლოპესს დაუთმო, კასილასი კი კარს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში იცავდა. იკერმა "რეალი" ღირსეული გაცილების გარეშე, 2015 წელს დატოვა და "პორტოში" გადაინაცვლა, სადაც პორტუგალიის ლიგის თასი და პორტუგალიის სუპერთასი მოიგო. სანაკრებო დონეზე, იკერს ასევე შესანიშნავი კარიერა ჰქონდა - ესპანელთა ღირსება მან 167-ჯერ დაიცვა და მსოფლიო ჩემპიონატთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის 2-ჯერ მოგება შეძლო.  

სხვა სტატიები