Belive

ოფიციალურად: კეჰილი კარიერას კრისტალ პალასში გააგრძელებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ გარი კეჰილი კარიერას "კრისტალ პალასში" გააგრძელებს. ინგლისელმა ცენტრალურმა მცველმა "არწივებთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ კეჰილმა "ჩელსი" გასული სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. 33 წლის ფეხბურთელი ლონდონელთა შემადგენლობაში 2012 წელს "ბოლტონიდან" გადავიდა, რა დროშიც 8 ტიტულის მოპოვება მოახერხა. გარი კეჰილმა "ჩელსის" მაისურით 290 მატჩი ჩაატარა და 25 ბურთი გაიტანა.

სხვა სტატიები