Belive

ოფიციალურად: ხამესი ბაიერნს ტოვებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელის, კარლ-ჰაინც რუმენიგეს განცხადებით, ხამეს როდრიგესი მომავალ სეზონში "ბაიერნის" შემადგენლობაში აღარ ითამაშებს. კოლუმბიელი მიუნხენურ გრანდში 2 წლის განმავლობაში იყო განათხოვრებული. რუმენიგეს განცხადებით, კოლუმბიელმა მას პირადად უთხრა, რომ გუნდში გაჩერება აღარ სურდა. ხამესი "ბაიერნში" კარლო ანჩელოტის პერიოდში მივიდა - იტალიელმა სპეციალისტმა მას ნდობა გამოუცხადა, თუმცა კოლუმბიელი "ბაიერნის" შეუცვლელი წევრი ვერ გახდა. მისთვის განსაკუთრებით რთული მეორე სეზონი გამოდგა, რაც ძირითადად, მისი ტრავმიანობით იყო გამოწვეული. ამ შეთანხმებით, ხამეს როდრიგესი კვლავ მადრიდის "რეალის" წევრი ხდება. აღსანიშნავია, რომ "რეალი" ხამესმა სწორედ ზიდანის ხელმძღვანელობის პერიოდში დატოვა - ფრანგი სპეციალისტი კოლუმბიელს ნაკლებ სათამაშო დროს აძლევდა. შესაბამისად და დიდი ალბათობით, ხამესს ამ ზაფხულში ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს.  

სხვა სტატიები