Belive

ოფიციალურად - ხარაიშვილი ფერენცვაროშის ფეხბურთელია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გიორგი ხარაიშვილი კარიერას "ფერენცვაროშში" გააგრძელებს. ინფორმაციას მისი ყოფილი გუნდი - "გიოტებორგი" ოფიციალურად ადასტურებს. როგორც ცნობილია, ქართველმა ნახევარმცველმა უნგრულ კლუბში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა. გიორგი კონტრაქტს ხელს მალე მოაწერს. შეგახსენებთ, რომ 24 წლის ქართველი ნახევარმცველი შვედეთში "საბურთალოდან" გადავიდა. "გიოტებორგში" ხარაიშვილმა 70 მატჩი ჩაატარა და 18 გოლსა და 12 ასისტს მოუყარა თავი. “ფერენცვაროში” უნგრეთის ჩემპიონატში ყველაზე ტიტულოვანია. გუნდი, რომელშიც ლაშა დვალი თამაშობს, წელს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობდა.

ასევე იხილეთ: მწვანე ბალეტი | როგორ დაიპყრო ფერენცვაროშმა სამხრეთ ამერიკა 1929 წელს

სხვა სტატიები