Belive

ოფიციალურად: ხავი ყატარულ კლუბს გაწვრთნის

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარული ფეხბურთელი, ხავიერ ერნანდესი სამწვრთნელო კარიერას იწყებს. ოფიციალური ინფორმაციით, 39 წლის ესპანელის პირველი კლუბი "ალ სადი" იქნება. მოგეხსენებათ, რომ ხავიმ კარიერა წელს, სწორედ "ალ სადში" დაასრულა. ის ყატარული გუნდის ღირსებას 2015 წლიდან იცავდა. ხავის "ალ სადი" აგვისტოში აზიის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს.

სხვა სტატიები