Belive

ოფიციალურად: ხავი სიმონსი პსვ-ს ფეხბურთელია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"პსვ"-მ 19 წლის ძალიან ნიჭიერი ნიდერლანდელი ფეხბურთელი - ხავი სიმონსი უფასოდ დაიმატა. ხავი სიმონსი სამშობლოში "პსჟ"-დან დაბრუნდა და "პსვ"-სთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, შესაბამისად იგი კლუბში 2027 წლამდე დარჩება. ნიდერლანდელ ვუნდერკინდს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურებოდა და ფრანგულ გრანდში დარჩენას სამშობლოში დაბრუნება ამჯობინა.

ხავი სიმონსმა "პსჟ"-ს ძირითად გუნდში მხოლოდ 11-ჯერ ითამაშა, სადაც თავი მხოლოდ 1 საგოლე გადაცემით დაგვამახსოვრა. ფრანგული გრანდის ახალგაზრდულ გუნდში კი სულ 12 მატჩი ჩაატარა, სადაც 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სხვა სტატიები