Belive

ოფიციალურად: ხვიჩა კვარაცხელია დინამო ბათუმის ფეხბურთელია!

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ქართულ მედიაში ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებული ინფორმაცია "დინამო ბათუმმა" საბოლოოდ ოფიციალურად დაადასტურა - ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ჩემპიონის ფეხბურთელია. ჯერჯერობით უცნობია ტრანსფერის ზუსტი დეტალები და დამატებით ინფორმაციას გავრცელებისთანავე შეგატყობინებთ. იქამდე კი, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ყაზანის "რუბინმა" და 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა კონტრაქტი ოფიციალურად შეწყვიტეს. უდიდესი ალბათობით, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი აჭარულ კლუბში ზაფხულამდე დარჩება, იქამდე, ვიდრე მისი მომავალი გაირკვევა.

სხვა სტატიები