Belive

ოფიციალურად: ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, მოახლოებულ შეხვედრებში გუნდს ერთ-ერთი ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება. "ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც საწვრთნელ შეკრებაზე ტრავმის შემდეგ,  გუნდთან ერთად  მხოლოდ ინდივიდუალური პროგრამით ემზადებოდა, ამხანაგურ შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მწვრთნელთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა, რომ ფეხბურთელი რუმინეთისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ არ ითამაშებს", - წერს სფფ-ს ოფიციალური ვებ-გვერდი. ეროვნულ ნაკრებში ამ ეტაპზე გამოძახებული ფეხბურთელებიდან, თბილისში მხოლოდ ერთი არ იმყოფება, გურამ გიორბელიძე დედაქალაქში 31 მაისს ჩამოვა. 2 ივნისს, რუმინეთის და 6-ში ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ გასამართი შეხვედრებისთვის ეროვნული გუნდი შემდეგი შემადგენლობით ემზადება: მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო). მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო). ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი). თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო) გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია),  ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი).

სხვა სტატიები