Belive

ოფიციალურად: კომპანიმ მანჩესტერ სიტი დატოვა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ "მანჩესტერ სიტის" კაპიტანმა - ვენსან კომპანიმ კლუბი დატოვა. გუშინ FA CUP-ის ფინალური მატჩის შემდეგ ვენსან კომპანიმ გუნდის დატოვებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს "ლურჯების" შემადგენლობაში მისი ბოლო მატჩი იყო. რამდენიმე წუთის წინ კი ოფიციალურად დადასტურად, რომ ბელგიელმა 33 წლის მცველმა კლუბი დატოვა.

ბელგიელი მცველი "მანჩესტერ სიტიში" 2008 წლის აგვისტოდან ირიცხება. მან 2019 წლის 18 მაისამდე ინგლისურ კლუბში 360 მატჩი ჩაატარა, რა დროშიც 20 გოლისა და 11 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. მან 360 მატჩში 79 ყვითელი ბარათი და 4 წითელი ბარათი  მიიღო. ჯამში კი 29.753 წუთი ითამაშა.

სხვა სტატიები