ოფიციალურად: კორონავირუსის გამო მილანს რომასთან ორი ფეხბურთელი დააკლდება

სერია ა-ს მეხუთე ტურის ეგიდით გასამართი მატჩის წინ, რომელშიც “მილანი” “რომას” დაუპირისპირდება – “როსონერის” ლაზარეთში ნეგატიური ინფორმაცია გავრცელდა.

ჯიჯი დონარუმასა და იენს პიტერ ჰაუგეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. კიპერისა და ახალწვეულის დაინფიცირება “მილანმა” ოფიციალურად დაადასტურა. ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ წუთისათვის დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ დონარუმა და ჰაუგე “რომას” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ შეძლებენ.

შეგახსენებთ, განვლილი ოთხი ტურის შემდეგ, “მილანი” უდანაკარგოდ ასპარეზობს და ქულათა მაქსიმალური რაოდენობით (12) სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს.

(52)

ოფიციალურად: კორონავირუსის გამო მილანს რომასთან ორი ფეხბურთელი დააკლდება

სტატიის ავტორი
-