ოფიციალურად: კოუტინიო ბაიერნის ფეხბურთელია

456
ნახვა

ფილიპე კოუტინიომ “ბარსელონა” 1 წლიანი იჯარის წესით დატოვა. ბრაზილიელი ვარსკვლავი “ბაიერნს” 8.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ, 1 წლიანი იჯარით შეუერთდა. გავრცელებული ინფორმაციით, “რეკორდმაისტერს” კოუტინიოს გამოსყიდვა 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.

27 წლის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა სერია ა-ში (“ინტერი”), პრემიერ ლიგაში (“ლივერპული”) და ლა ლიგაში (“ბარსელონა”) იასპარეზა, რის შემდეგაც საკუთარ შესაძლებლობებს ბუნდესლიგაში “ბაიერნის” მაისურით გამოცდის.

(456)

ოფიციალურად: კოუტინიო ბაიერნის ფეხბურთელია

სტატიის ავტორი
-