Belive

ოფიციალურად: კრისტოფერ გალტიე პსჟ-ს მთავარი მწვრთნელია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, “პსჟ"-ს მთავარი მწვრთნელი კრისტოფერ გალტიე იქნება.

ინფორმაცია უკვე დაადასტურა პარიზულმა გრანდმა. 55 წლის ფრანგი მწვრთნელი პარიზულ კლუბში, მთავარი მწვრთნელის პოსტზე უკვე წარადგინეს.
"ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ, რომ გულშემატკივარი ბედნიერი იყოს. მარტო ეს რთულია, მაგრამ ჩვენ ერთად ბევრად ძლიერები ვართ." - კრისტოფერ გალტიე.
კრისტოფერ გალტიეს სამწვრთნელო კარიერა 2009 წელს "სენტ-ეტიენში" დაიწყო და 2017 წლამდე სწორედ ამ კლუბში გაგრძელდა. 2017-2021 წლებში 55 წლის ფრანგი "ლილს" წვრთნიდა და სწორედ 2021 წელს "ლილთან" ერთად საფრანგეთის ჩემპიონიც გახდა. გასულ სეზონში კი გალტიე "ნიცას" ჩაუდგა სათავეში, სადაც კლუბს წარმატება კვლავ მოუტანა და "ნიცა" კონფერენს ლიგაზე გაიყვანა. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით "პსჟ"-მ ოფიციალურად დაითხოვა კლუბის მთავარი მწვრთნელი - მაურისიო პოჩეტინო. პარიზული გრანდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე გატარებული 18 თვის შემდეგ, პოჩეტინოს ახალი სამსახურის მოძებნა მოუწევს.

სხვა სტატიები