Belive

ოფიციალურად: კვარაცხელიას ტრავმის სიმძიმე ცნობილია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა - "რუბინის" ოფიციალური გვერდი სამედიცინო გამოკვლევების პასუხს აქვეყნებს. ყაზანელთა განცხადების თანახმად, 20 წლის ფეხბურთელს ბარძაყის კუნთი დაეჭიმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველს მხოლოდ 2-3 კვირა გაუცდება. იყო იმის საშიშროებაც, რომ კვარაცხელიას კუნთი გაეწყვიტა - ამ შემთხვევაში ის მოედანზე რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ გავიდოდა. გეტყვით, რომ რუსეთის პრემიერ ლიგაში "რუბინს" 4 მატჩი დარჩა. ბოლო თამაშს ყაზანელები 16 მაისს, "როტორთან" გამართავენ.  

სხვა სტატიები