Belive

ოფიციალურად: კვერკველიამ ლოკომოტივი დატოვა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სოლომონ კვერკველიამ მოსკოვის "ლოკომოტივი" დატოვა. ინფორმაციას გუნდის ოფიციალური გვერდი ადასტურებს. საქართველოს ნაკრების მცველი მოსკოველთა რიგებში 2017 წელს, ყაზანის "რუბინიდან" გადავიდა. 29 წლის კვერკველია ახლა თავისუფალი აგენტია. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს ის კარიერას. შეგახსენებთ, რომ სოლომონმა გასული სეზონი იჯარით "როტორში" გაატარა. ვოლგოგრადულმა გუნდმა პრემიერ ლიგაში დარჩენა ვერ მოახერხა. კვერკველიამ "ლოკომოტივის" მაისურით 108 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. "რკინიგზელებთან" ერთად ის ქვეყნის ჩემპიონი გახდა და რუსეთის თასი ორჯერ მოიგო.

View this post on Instagram

A post shared by Футбольный клуб «Локомотив» (@fclokomotiv)

სხვა სტატიები