Belive

ოფიციალურად: კვიპროსის ჩემპიონად ომონია გამოცხადდა, ანორთოსისი მეორეა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ კვიპროსის ჩემპიონატის 2019/20 წლების სეზონი ოფიციალურად დასრულებულად გამოცხადდა. კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, სეზონის გამარჯვებულად "ომონია" დასახელდა. რაც შეეხება ქართველების "ანორთოსისს", ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ გუნდებს 55-55 ქულა ჰქონდათ. "ომონიამ" ტიტული ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის წყალობით მოიპოვა.

სხვა სტატიები