Belive

ოფიციალურად: კვირკველია ვოლგოგრადის როტორის ფეხბურთელია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ საბა კვირკველია კარიერას "როტორში" გააგრძელებს. ქართველი მცველი ვოლგოგრადულ გუნდს იჯარის წესით შეუერთდა.

"როტორმა", გარდა კვირკველიასა, 19 წლის ქართველი ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი წარადგინა. ორივე მათგანი კლუბში სეზონის ბოლომდე ითამაშებს, თუმცა, კონტრაქტის თანახმად, მხარეების შეთანხმების შემთხვევაში, საიჯარო ხელშეკრულება, შესაძლოა, დროზე ადრე გაწყდეს. შეგახსენებთ, რომ კვირკველიას გადაბირებით 2 ინგლისური გუნდი - "ლესტერი" და "ვესტ ბრომვიჩი" იყო დაინტერესებული. სამწუხაროდ, 28 წლის ცენტრალურ მცველს პრემიერლიგაში გადასვლის დიდი სურვილი არ გამოუთქვამს. "ლოკომოტივთან" ერთად კვირკველიამ რუსეთის ჩემპიონატი, რუსეთის თასი (2-ჯერ) და რუსეთის სუპერთასი მოიგო.

სხვა სტატიები