Belive

ოფიციალურად: ლაზარე კუპატაძე დინამო ბათუმის ფეხბურთელია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დინამო ბათუმი" ახალი სეზონისთვის გაძლიერებას განაგრძობს. აჭარული კლუბის მე-8 ტრანსფერი ლაზარე კუპატაძეა. 24 წლის ქართველმა მეკარემ საქართველოს ვიცე-ჩემპიონთან კონტრაქტი 1,5 წლით გააფორმა. აქვე შეგახსენებთ, რომ კუპატაძე "საბურთალოს" აღზრდილია და ის ბოლოს სწორედ თბილისელთა რიგებში თამაშობდა. როგორც მოგეხსენებათ, "დინამო ბათუმმა" ლაზარეს გარდა არაერთი ფეხბურთელი დაიმატა. გია გეგუჩაძის გუნდში გადავიდნენ: რაფაელ ჩუკვურა, გრიგოლ ჩაბრაძე, სანდრო ალთუნაშვილი, ოლეკსანდრ აზაცკი, ვამარა სანოგო, გიორგი ფანცულაია და გიორგი ზარია.  

სხვა სტატიები