Belive

ოფიციალურად: ლეხმა კვეკვესკირს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიკა კვეკვესკირი "ლეხში" დარჩება - პოლონურმა გუნდმა ქართველ ფეხბურთელს კონტრაქტი 2023 წლამდე გაუხანგრძლივა. აღნიშნულ ინფორმაციას პოზნანური გუნდი ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

როგორც იცით, რამდენიმე წლიანი ყაზახური კარიერის შემდეგ, ნიკამ "ტობოლი" დატოვა და იანვარში სწორედ "ლეხს" შეუერთდა. თავდაპირველი ხელშეკრულება 6 თვიანი იყო, თუმცა "ლეხს" კონტრაქტის 2 წლით გახანგრძლივება შეეძლო. კვეკვესკირმა ექსტრაკლასაში 9 მატჩი ჩაატარა. ბოლო პერიოდში 28 წლის ნახევარმცველი "ლეხის" შეუცვლელი ფეხბურთელი გახდა.

სხვა სტატიები