Belive

ოფიციალურად: ლესტერმა ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი გააკეთა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ოფიციალურად დასასტურდა, რომ "ლესტერმა" "მონაკოდან" იური ტილემანსი 40 მილიონ ევროდ გამოისყიდა. ბელგიელმა ფეხბურთელმა გასული სეზონის მე-2 ნახევარი სწორედ "მელიების" შემადგენლობაში, იჯარის წესით გაატარა. ტილემანსმა "ლესტერთან" 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. აღსანიშნავია, რომ 22 წლის ბელგიელის ტრანსფერი "ლესტერის" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულია. ტილემანსი "მონაკოში" 2017 წელს "ანდერლეხტიდან" გადავიდა. ახალგაზრდა ნახევარმცველმა ფრანგული კლუბის მაისური 65-ჯერ მოირგო და 6 გოლი გაიტანა.  

სხვა სტატიები