Belive

ოფიციალურად: ლევან კუტალია ყაზახეთის ჩემპიონატში ითამაშებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დინამო თბილისი" კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონების გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, ლევან კუტალია ყაზახეთში გადაბარგდა. 30 წლის თავდამსხმელი კარიერას "ირტიშში" გააგრძელებს. პავლოდარის გუნდმა 2018/19 წლების სეზონი 37 ქულით დაასრულა და 12 გუნდიან ჩემპიონატში მე-8 პოზიციაზე გავიდა. კუტალია "დინამო თბილისში" 2019 წლის დასაწყისში გადავიდა. კუტალიამ თბილისელთა მაისური ყველა ტურნირზე 41-ჯერ მოირგო და 21 გოლი გაიტანა. ქართველი შემტევი ეროვნული ლიგის 2019 წლის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ლევანი სეზონის საუკეთესო თავდამსხმელად დაასახელა.

სხვა სტატიები