Belive

ოფიციალურად: ლივერპულს 2 ფეხბურთელი ტოვებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ლივერპულს" 2 ფეხბურთელი ტოვებს. ესენი არიან დანიელ სტარიჯი და ალბერტო მორენო.

29 წლის ინგლისელი ცენტრ ფორვარდი - დანიელ სტარიჯი ლივერპულის ღირსებას 2013 წლის 2 იანვრიდან იცავდა, თუმცა 2018 წელს იგი "ვესტ ბრომვიჩში" გაანათხოვრეს და 2019 წლის იანვარში კვლავ დაიბრუნეს. მან რამდენიმე დღის წინ "ლივერპულის" მაისურით ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგო. ამ პერიოდის განმავლობაში სტარიჯმა ლივერპულის მაისური 160-ჯერ მოირგო. 160 მატჩში მან 68 გოლის გატანა და 26 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. ჯამში კი მერსესაიდელთა შემადგენლობაში 9341 წუთი გაატარა. რაც შეეხება ალბერტო მორენოს, 26 წლის ესპანელი მცველი "ლივერპულში" 2014 წლის 13 აგვისტოს ჩაირიცხა, რა დროშიც მან 141 მატჩი ჩაატარა. ესპანელმა მცველმა გოლით თავი 3-ჯერ, ხოლო საგოლე გადაცემით კი 11-ჯერ დაგვამახსოვრა. ალბერტო მორენომ მერსესაიდელთა მაისურით ჯამში 10802 წუთი ითამაშა.  

სხვა სტატიები