Belive

ოფიციალურად: ლოჩოშვილი კარიერას ავსტრიაში გააგრძელებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ავსტრიის ჩემპიონატში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს დინამო თბილისის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი კარიერას "ვოლფსბერგში" გააგრძელებს. ტრანსფერს ოფიციალურად ადასტურებს ავსტრიელთა ოფიციალური გვერდი, რომლის თანახმადაც, 22 წლის ქართველმა მცველმა კლუბთან 2+1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. შეგახსენებთ, რომ ლოჩოშვილი თბილისური კლუბის აღზრდილია. ლუკას ევროპული კარიერა "დინამო კიევში" დაიწყო, რის შემდეგაც ქართველი ფეხბურთელი იჯარის წესით "ზილინაში" წავიდა. "დინამო თბილისში" ის მიმდინარე წლის იანვარში დაბრუნდა. შეგახსენებთ, რომ "ვოლფსბერგში" კიდევ ერთი ქართველი მცველი გურამ გიორბელიძე თამაშობს.

სხვა სტატიები