Belive

ოფიციალურად - ლოჩოშვილი კრემონეზეს ფეხბურთელია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლუკა ლოჩოშვილის გარშემო აგორებული სატრანსფერო სპეკულაციები ოფიციალურად დასრულდა - 24 წლის ქართველი ცენტრალური მცველი "კრემონეზეს" ფეხბურთელია! ლუკა ლოჩოშვილის ტრანსფერი იტალიის სერია A-ში ახლად აღზევებულმა "კრემონეზემ" ოფიციალურად დაადასტურა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" ტრანსფერის შემდეგ, ლუკა ლოჩოშვილი გახდა მეორე ქართველი ფეხბურთელი, რომელიც სერია A-ს 2022/23 წლების სეზონში იასპარეზებს. ჯამში, სხვადასხვა დროს სერია A-ში მოასპარეზე კლუბების მაისური 4 ქართველ ფეხბურთელს აქვს მორგებული: კახა კალაძე, ლევან მჭედლიძე, ხვიჩა კვარაცხელია, ლუკა ლოჩოშვილი. ლუკა ლოჩოშვილი მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია (1,6 მილიონი), რომელიც “ვოლფსბერგერმა” გაყიდა. 2020 წელს, ავსტრიელებმა იმ დროისათვის გუნდის ბომბარდირი შონ ვაისმანი “ვალიადოლიდს” 4 მილიონი ევროს სანაცვლოდ მიჰყიდეს. “დინამო თბილისის” აღზრდილ ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში კიევის “დინამოს” მეორე გუნდში და სლოვაკურ “ჟილინაში” უთამაშია, ხოლო ავსტრიულ “ვოლფსბერგერს” 2020 წლის 24 აგვისტოს შეუერთდა და 69 მატჩში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა

სხვა სტატიები