Belive

ოფიციალურად: ლორია ანორთოსისის ფეხბურთელია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი ლორია ოფიციალურად "ანორთოსისის" ფეხბურთელია. კვიპროსული გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, ლორიამ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გააფორმა. გიორგი ლორია "ანორთოსისს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. 33 წლის ქართველი ფეხბურთელი წლების განმავლობაში თბილისის "დინამოს", "ოფის", "ოლიმპიაკოსის", "კრილია სოვეტოვის", "ანჟისა" და "მაგდებურგის" ღირსებას იცავდა. შეგახსენებთ, რომ "ანორთოსისის" ღირსებას ნიკა კაჭარავა და თორნიკე ოქრიაშვილი იცავენ, ხოლო მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა.

სხვა სტატიები