Belive

ოფიციალურად: ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებში დაბრუნდა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ცოტა ხნის წინ გაცნობეთ, რომ შეიძლებოდა ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე დაბრუნებულიყო. ახლა კი, აღნიშნული ინფორმაცია ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა. "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა "ფურია როხა" მარტში, სერიოზული ოჯახური პრობლემების გამო დატოვა. მისი 9 წლის გოგონა მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა და სექტემბერში ძვლის კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა ადრე თქვა, მას სურდა ქალიშვილთან რაც შეიძლება მეტი დრო გაეტარებინა. ენრიკეს არ ყოფნაში ნაკრებს მისი ასისტენტი რობერტ მორენო თავკაცობდა და ამას ძალიან წარმატებულადაც აკეთებდა. მორენოს ხელში ესპანეთის ნაკრებმა ევრო 2020-ს შესარჩევი ეტაპი წაუგებლად და პირველი ადგილით დაასრულა.

სხვა სტატიები