Belive

ოფიციალურად - ლუის სუარესმა ტრავმა მოიშუშა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" და ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელმა ლუის სუარესმა ტრავმა მოიშუშა და მას ოფიციალურად განუცხადეს, რომ ფეხბურთის თამაში შეუძლია. ინფორმაციას "ბარსელონას" ოფიციალური საიტი ავრცელებს. "ბლაგრაუნას" "ცხრიანმა" ტრავმა იანვარში მიიღო და 147 დღის განმავლობაში მკურნალობდა. 13 ივნისს "ბარსელონა" "მალიორკასთან" გასვლით მატჩს გამართავს, სადაც ურუგვაელს თამაშის შესაძლებლობა ექნება. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში სუარესმა 23 შეხვედრა ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სხვა სტატიები