Belive

ოფიციალურად - ლუკ დე იონგი ბარსელონაში ითამაშებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონამ" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე თავდამსხმელი გაიფორმა. ლუკ დე იონგი კარიერას კატალონიურ კლუბში გააგრძძელებს. როგორც იცით, სერხიო აგუეროს ტრავმა აქვს და ჯერჯერობით თამაშს ვერ ახერხებს, ხოლო კიდევ ერთმა შემტევმა, ანტუან გრიზმანმა გუნდი დატოვა. "ბარსელონამ" თავდასხმის გაძლიერება სწორედ ტანმაღალი ნიდერლანდელით გადაწყვიტა. კატალონიელებმა დე იონგი "სევილიადან", იჯარის წესით დაიმატეს. სეზონის დასრულების შემდეგ "ბარსელონას" 31 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვა შეეძლება. დე იონგი ლა ლიგაში 2019 წლიდან თამაშობს. ამ დროის მანძილზე ლუკმა "სევილიას" მაისურით ჩემპიონატში 69 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები