Belive

ოფიციალურად: ლუკა გაგნიძე დინამო მოსკოვის ფეხბურთელია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, ლუკა გაგნიძე კარიერას "დინამო მოსკოვში" გააგრძელებს. რუსული კლუბის ოფიციალური გვერდის თანახმად, ახალგაზრდა ნახევარმცველმა "დინამო მოსკოვთან" 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამ ეტაპზე, კლუბებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება იმის თაობაზე, რომ გაგნიძემ, იჯარის წესით, სეზონი "დინამო თბილისში" დაასრულოს. 18 წლის ლუკა გაგნიძე "დინამო თბილისის" აღზრდილია. კახა ცხადაძის გუნდში მან მიმდინარე სეზონში 15 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და შეასრულა 3 საგოლე გადაცემა. "დინამო მოსკოვმა" რუსეთის პრემიერ ლიგის გასული სეზონი 50 ქულით მე-7 ადგილზე დაასრულა და ევროტურნირების საგზურამდე სულ ცოტა დააკლდა.

 
View this post on Instagram
 

A post shared by ФК Динамо Москва | FC Dynamo (@fcdynamo)

სხვა სტატიები