Belive

ოფიციალურად: ლუკა გაგნიძე ურალის ფეხბურთელია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლუკა გაგნიძე იჯარით კარიერას "ურალში" გააგრძელებს. რუსულმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. როგორც ცნობილია, 18 წლის ქართველი ფეხბურთელი  "ურალში" 1 სეზონს გაატარებს, რის შემდეგაც ის "დინამო მოსკოვს" დაუბრუნდება. აქვე შეგახსენებთ, რომ გაგნიძე სულ ცოტა ხნის წინ "დინამო თბილისიდან" მოსკოვურ გუნდში 1,5 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ლუკა ეკატერინბურგის გუნდში სათამაშო პრაქტიკის მისაღებად გაუშვეს. რაც შეეხება "ურალს", გასული სეზონი კლუბმა მე-12 ადგილზე დაასრულა.

View this post on Instagram

A post shared by ФК «Урал» | FC Ural (@fc_ural)

სხვა სტატიები