Belive

ოფიციალურად: ლუკა გუგეშაშვილი აზერბაიჯანის საუკეთესო კლუბში ითამაშებს 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების მეკარე, ლუკა გუგეშაშვილი კარიერას აზერბაიჯანის საუკეთესო კლუბში, "ყარაბახში" გააგრძელებს. ინფორმაცია, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ქართულ მედიაში გავრცელდა, აზერბაიჯანული კლუბის ოფიციალურმა გვერდმა უკვე დაადასტურა. 22 წლის მეკარე მეზობელი ქვეყნის 8-გზის ჩემპიონში პოლონური "იაგელონიადან" იჯარის წესით 2021/22 წლების სეზონის ბოლომდე ითამაშებს. საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება "ყარაბახს" ეკუთვნის. 2021 წლის სეზონში "დინამო თბილისის" აღზრდილმა გოლკიპერმა გორის "დილას" მაისურით ითამაშა და 35 შეხვედრაში 14-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა და მხოლოდ მოქმედი ჩემპიონის, "დინამო ბათუმის" კარის დარაჯს, ლაზარე კუპატაძეს (16) ჩამორჩა. 14 ტურის შემდეგ დაგროვილი 33 ქულით, "ყარაბახი" აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში პირველ პოზიციას იკავებს და უახლოეს მდევარ "გაბალას" 7 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები