Belive

ოფიციალურად: ლუკაკუ ინტერში გადადის

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბელგიელი თავდამსხმელი, რომელუ ლუკაკუ, მილანის "ინტერში" გადადის - ლუკაკუს აგენტმა, ფედერიკო პასტორელომ, საკუთარ Instagram-ზე კერძო თვითმფრინავში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც იუწყება, რომ ლუკაკუსთან ერთად მილანის მიმართულებით მიფრინავს.

 
View this post on Instagram
 

Ready to take off .... direction Milano 🇮🇹!!! ⚫️🔵 @inter ... stiamo arrivando .... @romelulukaku #interfc #romelulukaku

A post shared by Federico Pastorello (@fedepastorello) on

მიმდინარე სატრასნფერო პერიოდში, ლუკაკუ "ინტერის" მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა. "ლუკაკუ ჩვენს გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებს," განაცხადა კონტემ. "ინტერთან" ერთად, ლუკაკუს შეძენა "იუვენტუსსაც" სურდა. ტურინულ გუნდს ტრანსფერში პაოლო დიბალას ჩართვა სურდა, თუმცა არგენტინელმა "მანჩესტერისგან" მნიშვნელოვნად გაზრდილი ანაზღაურება მოითხოვა, რასაც "წითელი ეშმაკები" არ დათანხმდნენ. იტალიური მედიის თანახმად, ლუკაკუს სანაცვლოდ "ინტერი" £73 მილიონს გადაიხდის.    

სხვა სტატიები