ოფიციალურად: მადრიდის ატლეტიკო კიდევ ერთ ლიდერს ემშვიდობება

317
ნახვა

მადრიდის “ატლეტიკოს” 34 წლის ფეხბურთელი ხუანფრანი გუნდს ოფიციალურად დაემშვიდობა. ხუანფრანმა მადრიდელების შემადგენლობაში 8 წელი გაატარა და ფაქტობრივად გუნდის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახლდათ.

ხუანფრანმა “ატლეტიკოს” მაისურით 355 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 6 გოლისა და 41 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. რაც შეეხება ტიტულებს, ესპანელმა მცველმა “ატლეტიკოს” შემადგენლობაში 7 თასი მოიპოვა – 1 ლა ლიგა, 1 ესპანეთის თასი, 1 ესპანეთის სუპერთასი, 2 ევროპა ლიგა, 2 ევროპის სუპერთასი.

ხუანფრანის მომავალი ამ ეტაპისათვის ცნობილი არ არის.

(317)

ოფიციალურად: მადრიდის ატლეტიკო კიდევ ერთ ლიდერს ემშვიდობება

სტატიის ავტორი
-