Belive

ოფიციალურად: მადრიდის რეალმა პირველი, €60 მილიონიანი ტრანსფერი განახორციელა!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიმდინარე სეზონის წარუმატებელი შედეგების ფონზე, გუნდის მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი ხშირად აღნიშნავდა, რომ ზაფხულში გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდებოდა. როგორც ჩანს, მადრიდელებს მომავალ სეზონში სერიოზული გეგმები აქვთ, რადგან ედენ აზართან მოლაპარაკების ფონზე, უკვე ოფიციალურად გუნდმა "აინტრახტის" ფეხბურთელი, ლუკა იოვიჩი შეიძინა და მის სანაცვლოდ €60 მილიონი გადაიხადა.

21 წლის სერბმა თავდამსხმელმა მადრიდელებთან 2025 წლამდე კონტრაქტს მოაწერა ხელი. მისი ანაზღაურება წელიწადში €10 მილიონი იქნება. მიმდინარე სეზონში იოვიჩმა "აინტრახტის" შემადგენლობაში 47 მატჩი ჩაატარა, სადაც მან 27 გოლის გატანა და 7 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები