Belive

ოფიციალურად - მალკომი ზენიტის ფეხბურთელია!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას"  ბრაზილიელი ფეხბურთელი მალკომი უკვე ოფიციალურად სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" საკუთრებაა. კატალონიურმა კლუბმა 22 წლის მალკომ ფილიპე სილვა დე ოლივეირას სანაცვლოდ 40 მილიონ იევრო მიიღო ამას კი ბონუსების სახით სავარაუდოდ კიდევ 5 მილიონი დაემატება. მალკომი "ბარსას" შარშან "ბორდოდან" შეუერთდა, თუმცა მისი კარიერა კამპ ნოუზე მაინცდამაინც წარმატებული ვერ გამოდგა, ბრაზილიელმა შემტევმა 24 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. 21 წლის ბრაზილიელის სატრანსფერო საგა ერთ-ერთი გამორჩეული იყო გასულ ზაფხულში: “ბორდოს” 21 წლის თავდამსხმელს “რომა” ყიდულობდა და შეთანხმების თანახმად, იგი იტალიის დედაქალაქში სათამაშოდ 38 მილიონი ევროს სანაცვლოდ უნდა გადასულიყო. მაშინ, როდესაც მალკომს უკვე რომის აეროპორტში ელოდნენ, კატალონიელებმა ფრანგულ კლუბს 41 მილიონი ევრო შესთავაზეს, ტრანსფერის ჩაშლა მოახერხეს და მალკომიც “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდა. "ბარსელონას" ოფიციალურმა საიტმა უკვე გამოაქვეყნა განცხადება სადაც კლუბი მალკომს მადლობას უხდის,  "ზენიტის" საიტზე კი უკვე დევს ფოტო სადაც ფეხბურთელი რუსული კლუბის მაისურშია გამოწყობილია.

სხვა სტატიები