Belive

ოფიციალურად: მანჩესტერ იუნაიტედმა ჯეიდონ სანჩო £73 მილიონად შეიძინა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
21 წლის ტალანტი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთლია: ჯეიდონ სანჩოს სანაცვლოდ, "წითელმა ეშმაკებმა" £73 ($101) მილიონი გადაიხადეს. ეს არის პირველი შენაძენი, რომელიც ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდმა მიმდინარე სეზონში გააკეთა: ევროპის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონმა მანჩესტერულ გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 2021/22 წლების სეზონიდან, კარიერას ნისლიან ალბიონზე გააგრძელებს. "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისელი ტალანტით 1 წლის წინ დაინტერესდა და მოლაპარაკებებს მას შემდეგ აწარმოებდა. ნიშანდობლივია, რომ სანჩო გუნდის შემტევით პოტენციალს მნიშვნელოვნად გააძლიერებს: მეტოქის კარის აღებაზე, მასთან ერთად, მარკუს რაშფორდი, ედინსონ კავანი, მეისონ გრინვუდი და ანტონი მარსიალიც იზრუნებენ. როგორც მოგეხსენებათ, სანჩო ევროპის ჩემპიონატზე გარეთ საუთგეიტის გუნდის წევრი იყო და 3 კვირით დასვენების უფლებით სარგებლობს. სავარაუდოდ, ახალ თანაკლუბელებს სანჩო აგვისტოს პირველ კვირაში შეუერთდება.
"მიხარია, რომ ახალგაზრდულ და შესანიშნავ გუნდს შევუერთდი. მჯერა, რომ ერთობლივი ძალებით, რაღაც განსაკუთრებულს მივაღწევთ და გულშემატკივარს სათანადოდ გავახარებთ. მოუთმენლად ველოდები იმ წამს, როდესაც გუნდთან ერთად ვარჯიშს დავიწყებ, რათა პროფესიონალურად უფრო მეტად განვვითარდე", - აღნიშნა სანჩომ.
დორტმუნდის "ბორუსიას" შემადგენლობაში, გასულ სეზონში ჩატარებულ 38 მატჩში სანჩომ 16 გოლი გაიტანა და 20 საგოლე პასი გააკეთა.

სხვა სტატიები