Belive

ოფიციალურად | მანჩესტერ იუნაიტედმა ნიდერლანდელი ტალანტი გაიფორმა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ტაირელ მალასიას ტრანსფერი განახორციელა. პრემიერლიგის გრანდმა, ამომავალი ნიდერლანდელი ვარსკვლავი ოფიციალურად წარადგინა.

22 წლის მალასია, "ფეიენოორდის" აკადემიის აღზრდილია. მარცხენა მცველმა ნიდერლანდური კლუბის შემადგენლობაში, 98 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლის გატანა შეძლო. ნიდერლანდების ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში, მალასიას დებიუტი 2021 წელს შედგა. გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" მალასიას სანაცვლოდ £13 მილიონი გადაიხადა, რომელსაც სამომავლო ბონუსების სახით, შესაძლოა £1.7 მილიონი დაემატოს. გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, მალასია "წითელი ეშმაკების" რიგებში 2026 წლის ივნისამდე იასპარეზებს.

სხვა სტატიები