Belive

ოფიციალურად: მანჩესტერ იუნაიტედს ერთ-ერთი ლიდერი სეზონის ბოლოს დატოვებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

რამდენიმე წუთის წინ, ოლე გუნარ სოლსკიაერის პრესკონფერენცია შედგა, სადაც მან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. პრესკონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა ანტონიო ვალენსიას საკითხი იყო, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს" სეზონის ბოლოს დატოვებს. ეს საკითხი უკვე დაადასტურა "მანჩესტერელთა" თავკაცმა. ამ ამბავს ასევე გამოეხმაურა ერთ-ერთი ყველაზე გავლელიანი სპორტული გამოცემა Goal-ი:

33 წლის ეკვადორელი ინგლისური გრანდ ღირსებას 2009 წლიდან იცავს. მან 2009 წლიდან დღემდე 240 მატჩი ჩაატარა, სადაც 17 გოლის გატანა მოახერხა. ასევე აღსანიშნავია ის ამბავი, რომ ბოლო 2 სეზონის განმავლობაში, ანტონიო ვალენსია "მანჩესტერის" კაპიტანი იყო.

სხვა სტატიები