Belive

ოფიციალურად - მანჩესტერ სიტი პრემიერ ლიგის გამარჯვებულია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე "მანჩესტერ სიტიმ" პრემიერ ლიგის ტიტული გაინაღდა. დღეს გამართულ შეხვედრაში პეპ გვარდიოლას გუნდის უახლოესი მდევარი "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლესტერთან" 1:2 დამარცხდა. 35 ტურის შემდეგ გუნდებს შორის სხვაობა 10 ქულა გახდა, რითაც "წითელ ეშმაკებს" პირველ ადგილზე გასვლის თეორიული შანსიც აღარ დარჩათ. "სიტი" ინგლისის ჩემპიონი ისტორიაში მეშვიდედ გახდა. ბოლოს "ქალაქელებმა" თასი 2 წლის წინ აღმართეს. შეგახსენებთ, რომ ეს მანჩესტერული გუნდისთვის მიმდინარე სეზონში მე-2 ტიტულია. "სიტიმ" ინგლისის ლიგის თასი "ტოტენჰემის" დამარცხებით მოიგო. პეპ გვარდიოლამ ინგლისში გადაბარგებიდან 7 წელში უკვე მე-10 ტიტული მოიპოვა.

სხვა სტატიები