Belive

ოფიციალურად: მანჯუკიჩი ყატარში ითამაშებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ მარიო მანჯუკიჩმა "იუვენტუსი" დატოვა. 33 წლის ხორვატი თავდამსხმელი კარიერას აზიაში გააგრძელებს. როგორც ცნობილია, მარიო ყატარის ჩემპიონატში, კერძოდ კი, "ალ დუჰაილში" ითამაშებს. მანჯუკიჩი, რომელიც 4 სეზონის განმავლობაში "იუვეს" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო, წელს სათამაშო დროს საერთოდ ვერ იღებდა. ხორვატმა ბოლოს ტურინელთა მაისური 19 მაისს, "ატალანტასთან" მოირგო და გოლის გატანაც მოახერხა. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყატარულმა გუნდმა მანჯუკიჩის სანაცვლოდ 5.5 მილიონი ევრო გადაიხადა.  

სხვა სტატიები