Belive

ოფიციალურად: მარიანო დიასი რეალის ფეხბურთელია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდულმა გრანდმა მარიანო დიასის ტრანსფერი დაადასტურა. გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის შემტევმა 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ზუსტად ერთი წლის წინ, "ლიონმა" £7.2 მილიონის სანაცვლოდ გაიფორმა დიასი, "რეალს" კი მისი გამოსყიდვა £33 მილიონი დაუჯდა. არაერთი ბრწყინვალე მატჩის შემდეგ, თავდამსხმელმა ბლანკოსის ყურადღება კვლავ მიიქცია. "ლიონის" მაისურით ჩატარებულ 45 შეხვედრაში დიასმა 21 გოლი გაიფორმა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფრანგული კლუბის არაერთ გამარჯვებაში. გავლენიანი ევროპული ტაბლოიდების მტკიცებით, სანტიაგო ბერნაბეუზე მარიანო დიასის წარდგენა 31 აგვისტოს იგეგმება. თავის მხრივ, "ლიონის" ოფიციალური პირები დიასის შემცვლელის ძიებაში არიან, მის იდეალურ ალტერნატივად კი "სელტიკის" მუსა დემბელე განიხილება.

სხვა სტატიები