Belive

ოფიციალურად: მარკ ბარტრა ტრაბზონსპორის ფეხბურთელია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" ყოფილი მცველი - მარკ ბარტრა კარიერას თურქულ "ტრაბზონსპორში" გააგრძელებს.

მარკ ბარტრამ თურქულ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და კლუბში 2025-წლის ბოლომდე დარჩება. 31 წლის ესპანელი მცველი თურქეთის ჩემპიონში "ბეტისიდან" გადავიდა, სადაც მან 4 წელი გაატარა. მარკ ბარტრა ასევე თამაშობდა ისეთ გრანდებში, როგორიცაა: "ბარსელონა" და "დორტმუნდის ბორუსია". როგორც ჩანს 2021/2022 წლების თურქეთის ჩემპიონის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშია და ამ მიზნისთვის ისინი სერიოზულად ძლიერდებიან. შეგახსენებთ, რომ "ტრაბზონსპორი" უეფას ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფშია, სადაც მათი მეტოქე დანიური "კოპენჰაგენი" იქნება.  

სხვა სტატიები