Belive

ოფიციალურად: მარკო როისი მსოფლიო ჩემპიონატს ტრავმის გამო გამოტოვებს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"დორტმუნდისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების 33 წლის შემტევი - მარკო როისი, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ოფიციალურად გამოტოვებს.

მარკო როისმა 17 სექტემბერს "შალკეს" წინააღმდეგ მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც ვარაუდობდნენ, რომ იგი მოახლოვებულ მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებდა, თუმცა იმედები მაინც რჩებოდა, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 2 თვე იყო დარჩენილი.

ამ ტრავმის შემდეგ როისს 9 მატჩის გამოტოვება მოუწია, თუმცა 5 ნოემბერს მოედანს დაუბრუნდა და "ბოხუმის" წინააღმდეგ 24 წუთის თამაში შეძლო, თუმცა როგორც ჩანს მან ტრავმა ბოლომდე ვერ მოიშუშა და მატჩის შემდეგ კვლავ შეაწუხა, რის გამოც "ვოლფსბურგთან" მატჩის გამოტოვებას მოუწია.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი როისს კიდევ მინიმუმ 4 კვირიანი რეაბილიტაციის პროცესის გავლა მოუწევს, რის გამოც იგი გერმანიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ წაყვება.

შეგახსენებთ, რომ მარკო როისს დიდი საერთაშორისო შეჯიბრების წინ არ უმართლებს. ტრავმის გამო, მან 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი და 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი გამოტოვა და ახლა უკვე 2022 წლის მუნდიალის გამოტოვება მოუწევს.

ერთადერთი დიდი სანაკრებო ტურნირი, სადაც მარკო როისმა გერმანიის ნაკრებში თამაში შეძლო, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იყო, სადაც გერმანია ჯგუფში ჩარჩა.

სხვა სტატიები