Belive

ოფიციალურად: მარტინ ოდეგორი არსენალში ითამაშებს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი, მარტინ ოდეგორი, კარიერას ლონდონის "არსენალში" გააგრძელებს. ესპანური და ბრიტანული მედიის მიერ, ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობები "მეთოფეების" ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. ახალგაზრდა ნორვეგიელი ფეხბურთელი ლონდონურ კლუბში იჯარის წესით ითამაშებს. საიჯარო ხელშეკრულება "არსენალსა" და "რეალს" შორის 2021 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა. ცნობილია ისიც, რომ "სამეფო კლუბი" ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს და კონტრაქტის გამოსყიდვის პუნქტი ხელშეკრულებაში გათვალისწინებული არ არის.

22 წლის ფეხბურთელის ლონდონში გადაბარგებას ხელი უშუალოდ მიკელ არტერტას მიერ არსებულმა ინტერესმა შეუწყო - ესპანელი სპეციალისტმა ფეხბურთელს მყარი გარანტიები მისცა. ოდეგორი "ბლანკოსებმა" 2015 წელს 3 მილიონ ევროდ შეიძინეს და მას მერე "ჰეერენვენში", "რეალ სოსედადსა" და არნემის "ვიტესში" ჰყავდათ განათხოვრებული. 2020 წლის ზაფხულიდან "კასტილიას" ყოფილი წევრი "რეალის" მთავარ გუნდში ირიცხება, თუმცა იქ მხოლოდ 9 შეხვედრის ჩატარება მოასწრო.

არსენალმა ახალგაზრდა ნორვეგიელს ვიდეო მიუძღვნა

სხვა სტატიები